Twitter პოლიტიკურ რეკლამებს კრძალავს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაებ განცხადება სოციალურ ქსელში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ დორსიმ გაავრცელა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ რეკლამა წარმოუდგენლად მძლავრი და ეფექტურია კომერციული რეკლამებისთვის, ეს ძალა პოლიტიკას მნიშვნელოვან რისკებს უქმნის და შეიძლება მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე მოახდინოს ზეგავლენა.