ჩინეთში, ბოლო 5 თვის განმავლობაში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებმა პრეზიდენტ სი ძინპინის ხელისუფლება დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა.
REUTERS-ის ინფორმაციით, პარტიის ლიდერები დახურულ კარს მიღმა 4 დღის განმავლობაში ხვდებოდნენ.
როგორც პარტია აცხადებს, არ მოითმენენ ქვეყნის დანაწევრების ან ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ ქმედებებს. მტკიცედ იმოქმედებს ჰონგ-კონგსა და მაკაოში გარე ძალების ჩარევის თავიდან ასაცილებლად და სეპარატისტული, დესტრუქციული ქმედებების აღსაკვეთად.