დელიში ჰაერის გაუარესების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
როგორც BBC იუწყება, ხელისუფლებამ 5 ნოემბრამდე სკოლების დახურვის ბრძანება გასცა.
ტოქსიკური ჰაერისგან თავდასაცავად სასწავლო დაწესებულებეში 5 მილიონზე მეტი ნიღაბი დარიგდა.
მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ქალაქი თეთრი სმოგით არის დაფარული.
გავრცელებული ცნობით, ჰაერის შემადგენლობა ყოველ წელს ნოემბერსა და დეკემბერში განსაკუთრებით უარესდება, რადგან მეზობელი სახელმწიფოებში ფერმერები მინდვრებს გასუფთავების მიზნით წვავენ.