პატიმრობაში მყოფი, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, დეკანოზის წერილს ავრცელებს. გიორგი მამალაძე, წერილში მადლობას სწირავს ღმერთს, რათა წმინდა სინოდმა შეწყალების შუამდგომლობით მიმართა პრეზიდენტს. მამალაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ამ შუამდგომლობას გაითვალისწინებს.
“გურია ნიუსი” დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“ის მადლობს, სული წმინდა ღმერთს, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდს მიაღებინა შეწყალების შუამდგომლობის გადაწყვეტილება და იმედოვნებს, საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება ყველაფერს იღონებს შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. იგი იმედს გამოთქვამს, რომ საპატიმროდან განთავისუფლების შემდეგ ექნება საშუალება დააფიქსიროს თავისი პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით.
მისთვის სინოდზე და სინოდის შემდგომ განვითარებული მოვლენები, დაკავშირებული მიტროპოლიტ პეტრესთან არის უაღრესად მძიმე და იმედოვნებს, რომ ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა”,- წერს დეკანოზი გიორგი მამალაძე წერილში.
წყარო: პირველი რადიო