წუხელ გამოირთო და ამ დრომდე არ მიეწოდება ელექროენერგია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთს.
_ წუხელ გამოირთო ღამის ოთხ საათზე, თუმცა ჩავრთეთ, _ გვითხრეს „ენერგო პრო_ ჯორჯიას“ ოზურგეთის სერვისცენტრში. თუმცა, ჭანიეთში შუქი დილის ათი საათისთვისაც არ არის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში: მთისპირში, სილაურში, ბაილეთში და ასკანაში, როგორ ადგილზე გვეუბნებიან, შუქი არ გამორთულა,.
_ ღამის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ , ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები არა, მაგრამ შიდა საუბნო გზები ძალიან დააზიანა. გამოდარებისთანავე, მუნიციპალიტეტის მერია გრეიდერს გამოგვიგზავნის და ნიაღვრებისგან ჩამოტანილ ღორღს მოვასწორებთ, – გვეუბნებიან აღნიშნული სოფლების გამგებლები.