გია ვოლსკის განცხადებით, საჭირო იყო მეტი მუშაობა ოპოზიციასთან, რათა კონსტრუქციული დიალოგზე გადასულიყვნენ:
„ანტაგონიზმის ეს ხარისხი, რომელიც შეიქმნა, ძალიან ცუდად გამოჩნდა იმისთვის, რათა კოალიციური პასუხისმგებლობა აიღონ პარტიებმა.
ვფიქრობ, რომ მეტი შეგვეძლო გვემუშავა არა მარტო ჩვენებთან, არამედ ალბათ საჭირო იყო მეტი მუშაობა ოპოზიციასთან, რათა გადავსულიყავით კონსტრუქციულ დიალოგზე და არა იმ შეურაცხყოფებზე, რაც მიიღო ხალხმა. ბიძინა ივანიშვილის პოზიცია დღეს დილას ყველასთვის ცნობილი იყო, უმრავლესობის შენარჩუნება არის საგანგებო მნიშვნელობის არა “ქართული ოცნებისათვის” მარტო, არამედ სახელმწიფოსთვის“, _ განაცხადა გია ვოლსკიმ.