ამ წუთებში აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.