Developed By Web Features 2024 © All rights reserved
“საკლასო ოთახში ათი მოსწავლის ადგილი იყო. სამზე უკვე შავი ლენტი დევს… გუშინ ღამესთან ბრძოლა წააგო კიდევ ერთმა სიცოცხლემ…“ – ეს სტატუსი ჟურნალისტ ზურა ბაუჟაძეს ეკუთვნის.
დაახლოებით, 20 დღის წინ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში ავტოავარია მოხდა, რომლის დროსაც ორი უფროსკლასელი ადგილზევე დაიღუპა და ოთხი კი სხვადასხვა მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში მოათავსეს.
გუშინ, ღამით ერთ-ერთი მათგანი, რომლის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, გარდაიცვალა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved