საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის უკვე ყოფილი წევრების მიერ პარტიის დატოვების საკითხს გამოეხმაურა.
„ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა მიიღო გადაწყვეტილება კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით. მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, თუმცა, ხვალ 11 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას“,_ განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი, არჩევნების პროპორციული სისტემით 2020 წელს ჩატარების შესახებ პარლამენტში კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.
თალაკვაძემ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.
მან პოლიტიკოსებს მოუწოდა აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობის ნაცვლად საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმდინარეობს კონსულტაციები ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანისთვის.