გერმანიის საფეხბურთო გუნდმა, “აინტრახტი ფრანკფურტმა” ეუფას სანქციების წინააღმდეგ დავა წააგო.
როგორც ცნობილია, ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ “აინტრახტ ფრანკფურტს” პორტუგალიის “ვიტორიასთან” გასულ თვეს შემდგარ შეხვედრაში, დაგვიანებითი დარტყმების, გულშემატკივრების მხრიდან დარღვევებსა და ზიანის მომტან ქმედებების გამო სანქციები დაუწესა, რაც მომდევნო 2 მატჩზე გუნდს ბილეთების გაყიდვას უკრძალავს.
“აინტრახტი ფრანკფურტმა” ეუფას გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ დავა წააგო, რის გამოც, მომდევნო 2 მატჩს, გუნდის გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.