“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესო ქათამაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ დედაქალაქში ხვალ დაგეგმილ აქციას გურიიდანაც შეურთდებიან.
“აქცია გურულების გარეშე არ ჩაივლის“, _ გვითხრა ბესო ქათამაძემ.
წავლენ თუ არა აქციაზე გურული ოპოზიციური პარტიების წევრები ერთად, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
“ამას მნიშვნელობა ამ წუთას არ აქვს. მთავარია, ხალხი წავიდეს აქციაზე და ჩვენი ძალა დავანახოთ ბიძინა ივანიშვილს. აქციაზე მივდივართ… ერთად თუ წავალთ, ეს არ ვიცი“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ბესო ქათამაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის გარდა, კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი, რომელსაც “პატრიოტთა ალიანსი“ მართავს. გაერთიანდება თუ არა ეს ორი აქცია, ამაზე ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.
“არ ვიცი, რა მოხდება აქციის დროს. შეიძლება გაერთიანდეს აქცია და შეიძლება არა“, _ თქვა ბესო ქათამაძემ.