მომღერალი ბუბა კიკაბიძე გაზეთ “რეზონანსთან“ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ხელისუფლებას აკრიტიკებს. მისი კრიტიკის მთავარი ობიექტი ბიძინა ივანიშვილია.
„ამან ისეთი რამ გააკეთა, რომ მთელი მსოფლიო გაგიჟდა. კაცი პირს რომ გააღებს და იტყვის, უნდა შეასრულოს. მაშინ არ უნდა ეთქვა. ისინი („ოცნება”) რასაც გააკეთებენ, იმის საწინააღმდეგოს გააკეთებენ ესენი (ოპოზიცია). ვინმე ელოდა, რომ 20 ივნისს ესენი სროლას დაიწყებდნენ და თვალებს დათხრიდნენ ბავშვებს? მე არ მეგონა.
ყველა ნორმალური ადამიანი იტყვის, რომ ესენი უნდა წავიდნენ. ჩვენ რომ ვილაპარაკოთ, რატომ უნდა წავიდნენ, ამას ათი დღე დასჭირდება. ოპოზიცია მოიგებს, ხალხი მოიგებს… ესენი („ქართული ოცნება”) უბრალოდ შერცხვებიან”, _ ამბობს კიკაბიძე.