ფოტოზე, რომელსაც ფოტოგრაფი რევაზ ცქვიტინიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს, ჩანს როგორ მიაქვს ოზურგეთში მცხოვრებ ქალს საკვები მიუსაფარი ძაღლისთვის. ცქვიტინიძე ფოტოზე მინაწერსაც აკეთებს _ „ქალბატონმა ქუჩაში ძაღლს პური მოუტანა, მას ღმერთი გადმოხედავს!“
“ძალიან გულისხმიერი და კეთილშობილი ადამიანი არის ეს ქალი. როგორც მითხრა, ყოველდღე აპურებს ძაღლებს. მეც ასე ვარ, ექვსი ძაღლი მყავს სახლში. ყველა მათგანი ქუჩიდან ავიყვანე. მიყვარს ძაღლები, ერთგული არსებები არიან“, _ გვითხრა რევაზ ცქვიტინიძემ.