მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან მოქალაქე დაშავდა, არ დასტურდება.
აქციის შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ წევრი, ჯაბა ღლონტი „მედალფას კლინიკაში“ გულის შეტევით მიიყვანეს.
_ ჩვენთან შემოვიდა მიოკარდიუმის მწვავე შეტევით. გამოძახებულია რეანომობილი ბათუმიდან. დაშავებული არ შემოსულა. ვიზუალური ნიშნებით არაფერი არ ეტყობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ კლინიკა „მედალფას“ ოზურგეთის ცენტრის დირექტორმა დათო მდინარაძემ.