ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ნონა გაფრინდაშვილმა 65 წელს ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა, 8.5 ქულა დააგროვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ინფორმაციას ჭადრაკის ფერერაცია ავრცელებს.
ტიტულოვანმა ქართველმა მოჭადრაკემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დღეს მეშვიდედ მოიპოვა.
ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი მასპინძლობდა დღეს დასრულდა.
ლეგენდარულმა ჩემპიონმა, რუმინეთის დედაქალაქში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე სენიორ მოჭადრაკეთა შორის დამაჯერებლად გაიმარჯვა!
ნონა გაფრინდაშვილმა მეშვიდედ ( 1995, 2009, 2014, 2015, 2016, 2018, 2019) მოიპოვა სენიორთა შორის ჩემპიონის ტიტული.