დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რითაც პრეზიდენტის “სალობიაში” ყოფნას გამოეხმაურა.
“მმართველები და ლობიო 90-იან წლებში _ გურიაში პრეზიდენტის სტუმრობისას თამადამ მარჩენალის და გადამრჩენის საღეგრძელო შესვა და თქვენ არაო, ლობიოს სადღეგრძელო ვთქვიო. მერე იყო და მცხეთის სალობიეს დიპლომი – “საქართველოს ყველაზე სახალხო რესტორანის სტატუსი მიანიჭა. 45 წლის განმავლობაში, გამოულეველი ლობიოს გამო. ბედმა და განგებამ დღესაც დააკავშირა ლობიო და პრეზიდენტი… ხოდა, ბატონებო, მიირთვით ლობიო, ეს მთავართა საჭმელი. ეგ რომ კაცს კლავდეს, ალბათ, ახლა გურული ბუნებაში არ იქნებოდა. არც ლობიოს ჭამისთვის დაუჭერიათ ვინმე. ერთი კია, სადაც შლოპანცის ძეგლია, ალბათ, იქ დამსახურებულად ეკუთვნის ერთი მოზრდილი ძეგლი ლობიოს მარცვალსაც, სადმე, ზომიერად გამოსაჩენ ადგილას”, _ წერს მამა კონსტანტინე.