ლანჩხუთის საკრებულომ დარგობრივ კომისიებსა და ფრაქციებში განხილვის შემდეგ 2020 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 10 030 600 ლარითაა განსაზღვრული, კონკრეტული შენიშვნების, რეკომენდაციებისა და წინადადებების, გათვალისწინების მიზნით აღმასრულებელ ორგანოს უკან დაუბრუნა.
„ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის და მომსახურების” ცენტრის ბიუჯეტს დაემატოს 50 000 ლარი და ზაფხულის სეზონის მოსვლასთან დაკავშირებით, გაეზარდოს დაფინანსება აუცილებელი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, შესაძლებლობის ფარგლებში;
ასევე, ცენტრის სრულყოფილი და ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, საქმიანი ეზოს და სამრეცხაოს მოწყობა. „კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას” დაემატოს 55 000 ლარი ფოლკლორული ჯგუფებისთვის ფორმების შესაძენად.
ა(ა)იპ ,,სახელოვნებო სკოლათა გაერთიანებას” კი _ 4 800 ლარი, მის დაქვემდებარებაში არსებული ობიექტების დაცვაზე აყვანის მომსახურებისთვის. გენდერულ საბჭოს _ 5000 ლარი“, _ ვკითხულობთ საკრებულოს მიერ დაფიქსირებულ შენიშვნებში.
მერიამ, კანონმდებლობის შესაბამისად, ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი საკრებულოში 10 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს.