საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი და ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფისტ ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ დახატული ქართული ანბანის ასოებით მორთული ტრამვაის ინაუგურაცია ქ. სტრასბურგში „Droits de l’homme“-ის გაჩერებაზე მოხდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ქ. სტრასბურგის მერის მოადგილემ, და საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელმა წითელი ლენტი გაჭრეს.
პირველმა სტუმრებმა გაჩერება „Droits de l’homme“-იდან „République“-ის მოედნამდე იმოძრავეს. ტრამვაი სტრასბურგის ქუჩებში 6 თვე ივლის.