_ ბიძინა ივანიშვილის პირობებში, ახალი ტერმინი ჩამოყალიბდა – პოლიტპროქტოლოგია და ეს გულისხმობს ამოცანას, როგორ შეაძვრინონ “ქართული ოცნების“ პარლამენტარები რომელიმე ხვრელში, _ თქვა “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ.
ამ წუთებში, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, ხელი შეუშალონ საქართველოს პარლამენტის წევრებს შენობაში შესვლაში.
პოლიციის კორდონები ყველა შესასვლელთან დგანან და იცავენ რკინის ბარიერებს – ამ დერეფნებით პარლამენტარები შენობაში შედიან.
საქართველოს პარლემენტში დღეს კომიტეტები იმუშავებენ, ხოლო მოგვიანებით, ფინანსთა მინისტრის მოსმენაა დაგეგმილი. აქტივისტები სხდომის ჩაშლას და შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ.