მთელი სამთავრობო კვარტალი მეცამეტე რაიონივით არის გადაკეტილი, გეტოდ აქციეს , _ ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
“ეს პარლამენტი არის ღირსი, იმსახურებს და იღებს იმას, რომ მოძრავი რკინის ღობეებით არსებობდეს? მთელი სამთავრობო კვარტალი მეცამეტე რაიონივით არის გადაკეტილი, გეტოდ აქციეს და შიგნით აპირებენ შევიდნენ და ასე ღობეების ამარა დარჩენილმა მთავრობამ და პარლამენტმა სიმბოლურია, რომ დღეს უნდა გადაინაწილონ გამოთავისუფლებული სკამები. სიმბოლიზმია იმაში, რომ რკინის ღობეებით უწევთ სკამების გადანაწილება,” – აცხადებს გიგი უგულავა.
ამ დროისთვის, პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩისკენ გადაინაცვლეს. აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მთავარი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება სწორედ ამ ქუჩიდან მოხდება.