გასულ წელს მსოფლიოში წითელასგან 140 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის უმეტესად 5 წლამდე ასაკის ბავშვები არიან.
BBC-ის ინფორმაციით, სიტუაციას ჯანმრთელობის ექსპერტები შემაძრწუნებელს უწოდებენ და ამბობენ, რომ პრევენციის მარტივი გზა ვაქცინის გაკეთებაა.
2018 წელს დიდ ბრიტანეთმა, ალბანეთმა, ჩეხეთის რესპუბლიკამ და საბერძნეთმა წითელას ელიმინაციის სტატუსი დაკარგეს და ვითარება 2019 წელს შეიძლება უფრო უარესი იყოს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 25 წლის განმავლობაში, ხოლო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მადაგასკარსა და უკრაინაში დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული.
სამოაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და ოჯახებმა, რომლებსაც ვაქცინაცია არ აქვს ჩატარებული სახლის წინ წითელი დროშები დაკიდეს, რომ მედიცინის მუშაკებმა მარტივად იპოვნონ.
არსებული მონაცემებით, წელს 413 000 შემთხვევაა გამოვლენილი, გასული წლის განმავლობაში კი 353 000 გამოვლინდა.