ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ქუთაისში 32 ოპოზიციური პარტიის მიერ გამართულ პროტესტს სოციალურ ქსელში აფასებს და ტელეკომპანია “პირველს” ირონიულად მოიხსენიებს.
“ეუფ! ამგენს დოუქცევიენ და დოზანზარებიენ ქუთეისი, სიმონ! ბუჯო! – სულ ეს თუ ხართ და “ოცნებას” მართლა იმაზე მეტი “ტროლები” თუ ჰყავს, ვიდრე თქვენ აქტიური მომხრეები მთელ საქართველოში, თავს რაფერ ყოფთ გარეთ ბიძია?
ისე, ბრავო, ძმაო, “ტვ პირველს”! არ გინდა მთელი 2 საათი ისეთი კადრი გეჭიროს პირდაპირში, რომ აი, ეს ერთი გაკუება ნახირი “რამდენიმე ათასად” გამოაჩინო? თქვენა ხართ “ხალხი” და
დანარჩენი 3 მილიონი “ტიტუშკები” ვართ ყველა, ხო? ჰაჰაჰაჰაჰაჰააა….” – წერს ბაკურ სვანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.