9 დეკემბერს, ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბ ,,ცისარტყელას” მიერ “არა ძალადობის ფარგლებში” გაიმართა ღონიძიება.
მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, ანიმაციები, რომლებიც ასახავდა ძალადობის სხვადასხვა სახეს.
აღნიშნული პროექტის მონაწილე ბავშვები დაჯილდოვდნენ განათლებისა და გენდერულ საკითხთა და სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილებების მიერ ფასიანი საჩუქრებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, სოციალური და ჯადაცვის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე, ასევე სახალხო დამცველის ოზურგეთის ოფისის წარმომადგენელი თამარ ოგანოვა.