ახალ ზელანდიაში ვულკანი „თეთრი კუნძული“ მაშინ ამოიფრქვა, როდესაც ტურისტები კრატერში იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 5 ადამიანი დაიღუპა, 23-ის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს, მაგრამ უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.