ქალაქ ოზურგეთში, ოლიმპიურ სახლში მუსიკალური კონკურსის “იმღერე რამეს“ ფინალური ტური გაიმართა.
კონკურსი წელს პირველად ჩატარდა და მისი ორგანიზატორები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილებისა და ა.(ა).ი.პ. “კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის” მოსწავლე ახალგაზრდობის განყოფილება იყო.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: მარეხი მჟავანაძე, ნატალია ხომერიკი, რეზიკო ხომერიკი.
უფროსი ასაკობრივი ჯგუფის გამარჯვებულები (ქართული სიმღერები) არიან: 1 ადგილი – მარიამ დონაძე; მეორე ადგილი – ნატა ვაშაყმაძე; მესამე ადგილი – მარიამ გორდელაძე
(უცხოური სიმღერები): 1 ადგილი ზუკა ცხომელიძე; მეორე ადგილი – ლიზი თავართქილაძე; მესამე ადგილი – მარიამ ბარამიძე; მაყურებლის სიმპათია – ლიზი ღელეყვა
უმცროსი ასაკობრივი ჯგუფი (ქართული სიმღერები): პირველი ადგილი ლიზი თიკანაძე; მეორე ადგილი – თაკო გურგენიძე; მესამე ადგილი – მარიამ წიტაიშვილი;
(უცხოური სიმღერები): პირველი ადგილი მარიამ გეგიაძე; მეორე ადგილი ანი კეჭაყმაძე; მესამე ადგილი მარიამ ჭყონია; ჟიურის სიმპათია – ვალერია შარაშიძე; გრან-პრის მფლობელი – მარიამ გეგიაძე.