მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრებს არ აძლევენ ჩასვლის საშუალებას.
როგორც „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ჩამსვლელი ესკალატორი გაჩერდა და პოლიციამ მგზავრებს ეუბნება, რომ მეტრო არ მუშაობს.
როგორც „გურია ნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა ნაკადის ჩაშვების შეზღუდვა ამომსვლელთა დიდმა რაოდენობამ გამოიწვია.