გარდაცვლილი მამაკაცი, რომელიც გზაზე იპოვეს, სოფელ ნატანების მცხოვრები იყო.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, სოფელ ნატანებში საავტომობილო გზასთან ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი შ.კ.-ლი აღმოჩნდა.
როგორც სოფელ ნატანებში გვითხრეს, ის ღამით მეზობელთან იყო გადასული.
სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა სახლში დაბრუნების დროს მოხდა.
სოფელში ისიც გვითხრეს, რომ 70 წელს მიტანებული მამაკაცი ბავშვებმა ნახეს ორმოში ჩავარდნილი.
საქმე აღძრულია სისხლის სამართალის კოდექსის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.