საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურმა საპატრულო პოლიციის დახმარებით ჟურნალისტები ძალის გამოყენებით საკრებულოდან გამოაძევეს.
მათ შორის, გურია ნიუსის ჟურნალისტი.
მედიას არ ეძლეოდა თავისი პროფესიული საქმიანობის გახორციელების უფლება.
“მოთხოვნაა დატოვონ კაბინეტი. არ აქვთ ლეგიტიმაცია აქ ყოფნის. აქ შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ძალას. აქ ჩატარდება დათვალიერება და იქნება რეაგირება“, _ განაცხადა საკრებულოს უსაფრთხობის სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ ჭონქაძემ.
ამ წუთისთვის საკრებულოს შენობასთან ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტი ჩახშულია.