საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 15 წლის მოსწავლის საავადმყოფოში გარდაცვალებას ეხმაურება.
“15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენი საზოგადოებისთვის. ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. ამ მძიმე წუთებში გამძლეობა მოგცეთ უფალმა. ჩვენ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები”,_ამბობს ზურაბიშვილი.