მამა გიორგი (ვაშალომიძე) სოციალურ ქსელში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას ეხმაურება.
“ერს ტკივა ლუკა… თუ კი ჩვენ, ქართველებმა, ანალიზის გაკეთება არ ვისწავლეთ, თუ არ დავფიქრდით და ქმედითი ნაბიჯები არ გადავდგით გამოსწორებისკენ, დღეს ლუკაა, ხვალ სანდრო იქნება, ზეგ _მათე და ასე შემდეგ. . . ფაქტებით და ფაქტებში ვცხოვრობთ, მოვლენების ანალიზს არ ვაკეთებთ, შეცდომებზე არ ვსწავლობთ და უარეს შეცდომებს ვუშვებთ… რამდენმა ახალგაზრდამ მოიკლა თავი, რამდენმა დაინგრია ცხოვრება ნარკოტიკებით, რამდენი გაანადგურა ,,თამაშებმა”, რამდენი გარდაიცვალა ,,ავტოავარიიით”… და ამის ფონზე ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, ერთმანეთს ლანძღავენ, მიწასთან ასწორებენ და ამით ,,საკუთარ სიმართლეს” წარმოაჩენენ. ერთმანეთის შურთ და სხვისი მარცხით სიამოვნებას ღებულობენ… საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველაფერს კადრულობენ… მგლობას ცხვრის ქურქით მალავენ და თავებს ,,გმირებად” აცხადებენ. ამიტომაც გვატარებს ღმერთი ,,უდაბნოში”, როგორც ისრაელი ერი ატარა 40 წელი. ამიტომაც არ გვეღირსა ,,აღთქმის ქვეყანა”,_ წერს სოციალურ ქსელში მამა გიორგი.