ოზურგეთელი ახალგაზრდა ქალი, რომელიც უცხოეთში იმყოფებოდა და თავი მოიკლა, ანასეულიდანაა. 28 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობის შესახებ, ასევე ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულისგან შევიტყვეთ.
„მერამდენე? არ ვიცი, დღეს კიდევ ერთმა ახალგაზრდა გოგომ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ყველანი ვთანხმდებით, რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ რაში ვხედავთ გამოსავალს? რატომ ვერ ვუმკლავდებით პრობლემებს? რატომ ვერ ვახერხებთ ისევ წამოვდგეთ, როცა ვეცემით? ასე მარტივად რატომ ვთმობთ სიცოცხლეს? რამ დაგვიკარგა იმედი და სურვილი ვიცოცხლოთ? სწორედ ესაა მთავარი, არჩევანი გააკეთო ვიცხოვროსა და ვიცოცხლოს შორის.
იცით, რას ვერ გავუძელით?
საზოგადოების გულგრილობას, უპასუხისმგებლობას, უთანაგრძნობობას…
უსიყვარულობა გვკლავს ხალხო!!!
გვიყვარდეს ერთმანეთი. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე.
ცხოვრების მთავარი გაკვეთილი გავაცდინეთ, სადაც სიყვარულის არსი აგვიხსნეს“, _ წერს იგი თავის ფეისბუკგვერდზე.
„გურია ნიუსი“ კვლავ ადგენს საქმის დეტალებს და ოპერატიულად შეთავაზებს მკითხველს.