დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტი ხდება, რომლის იმპიჩმენტსაც მხარს უჭერენ.
REUTERS-ის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი.
ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, კონგრესის მიერ ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ წასვლაში ადანაშაულებენ, რამაც ამერიკის გაყოფა და პარტიზანული დაძაბულობის შექმნა გამოიწვია.
პირველ ბრალდებას წარმომადგენელთა პალატამ 230 ხმით 197-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი, მეორეს კი 229 კანონმდებელმა, წინააღმდეგი კი 198 აღმოჩნდა.
პროცესი სენატში გადაინაცვლებს, რომელიც იანვარში გადაწყვეტს, დარჩება დონალდ ტრამპი თანამდებობაზე თუ არა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში 243 წლის განმავლობაში არცერთ პრეზიდენტს იმპიჩმენტის გამო თანამდებობა არ დაუტოვებია.
1868 წელს კონგრესმა სცადა ენდრიუ ჯონსონის გადაყენება, 1998 წელს კი იმპიჩმენტი გამოუცხადეს ბილ კლინტონს, მაგრამ სენატმა ორივე ინიციატივა დაბლოკა.
1974 წელს რიჩარდ ნიქსონმა იმპიჩმენტის მუქარის გამო დატოვა თანამდებობა, ის კონგრესის გადაწყვეტილებას არ დალოდებია.