საბერძნეთის ქალაქ კალამატაში პოლიციამ ნაგვის ურნაში ახალშობილის გადაგდების გამო 24 წლის ქალი დააკავა.
ჩვილი, რომელიც რამდენიმე დღის არის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი. კალამატის მერის თქმით, ჩვილი იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან ნაგვის მანქანამ ნარჩენების გასატანად ურნასთან მისვლა ტექნიკური შეფერხების გამო დააგვიანა.
ქალი, რომელმაც ბავშვი იპოვა, ამბობს, რომ ის ქაღალდის პარკში, მიწის ზედაპირიდან რამდენიმე მეტრის სიღრმეში იყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს საკონსულო კალამატის პოლიციასთან კომუნიკაციაშია, რათა ქალის ვინაობდა დადგინდეს.