ახლოვდება ევროკავშირ-საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის შეთანხმების სამი წლისთავი; ამ პერიოდში საქართველოს ნახევარმა მილიონმა მოქალაქემ იმოგზაურა უვიზოდ შენგენის ზონაში. ევროკავშირ-საქართველოს სქემის უდიდესი წარმატების მიუხედავად, მას თან ახლდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მისაღებად შეტანილი განაცხადების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, კერძოდ 2017 წელს შეტანილი იყო 12,600 განაცხადი, ხოლო ერთი წლის შემდეგ – 20,000-ზე მეტი.
სავარაუდოდ 2019 წელს ეს მაჩვენებელი 21,000-ს გადააჭარბებს. ამ მიდგომამ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გამოიწვია შეშფოთება იმის თაობაზე, რომ გაიზარდა ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფების აქტივობა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების და სავიზო მოთხოვნების ხელახლა დაწესების ნაცვლად, ახლა ევროკავშირი და მისმა პარტნიორები ეძებენ საქართველოს მხარდაჭერის გზებს, რომელთა საშუალებით მოგზაურთა ნაკადი შეჩერდება შენგენის სასაზღვრო კოდექსის გამკაცრებით ჩასხდომის (ემბარკაციის) პუნქტებში.