“გურია ნიუსი“ ქართული ხალხურ სიმღერებზე შეყვარებულ და პროფესიონალი პედაგოგის ნელი ციმინტიას შესახებ ვიდეო რეპორტაჟს ამზადებს.
ნელი ციმინტია ამჯერად სახლში ასწავლის მეზობლის ბავშვებს ქართულ ხალხურ სიმღერებს და ასევე გ.კილაძის სამუსიკო სკოლაში აქვს რამდენიმე საათი.
ეს ვიდეო სოფელ მთისპირში არის გადაღებული. “გურია ნიუსის“ თხოვნით ნელი ციმინტია სკოლაში სპეციალურად ავიდა რამდენიმე დღით და მოსწავლეები ჩასაწერად მომზადებული დაგვახვედრა.
ვიდეოში ნელი ციმინტია და მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეები “მეგრულ პოპურს“ ასრულებენ.