მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისებაში სდებს ბრალს.
“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა “სუს“-ის მიერ ბრალდებულ პირს, რომელმაც მხოლოდ ორი სიტყვა გვითხრა: “კარგად იყავი“.
“გურია ნიუსი“ ასევე დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, რომელიც, როგორც გვითხრა, ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ რამდენიმე წუთში მოგვაწვდიან ინფორმაციას.