მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში.
ავტობუსი, რომელიც თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრაობდა, სატვირთო ტრაილერს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, 31 მგზავრიიდან უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. 22-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან 4-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
რაც შეეხება გარდაცვლილს, ჯერჯერობით, არ არის დადასტურებული, დაღუპული, საქართველოს მოქალაქეა, თუ არა. ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, კომპანია “აკ კარადენიზს” ეკუთვნის.