Military.com-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცებს TikTok-ის გამოყენება აუკრძალეს.
როგორც არმიის წარმომადგენლები განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება პოტენციური კიბერუსაფრთხოების გამო მიიღეს.
ცნობისთვის, ამერიკელი სენატორები TikTok-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ კი TikTok ბავშვების პერსონალური მონაცემების შეგროვებისთვის დააჯარიმა.