ელენე ძირკვაძე, ელენე კილაძე, სესილი პაიკიძე, ჟანა რამიშვილი ანასტასია ოსეფაშივილი – 2019 წლის 29 დეკემბერს და 31 დეკემბერს დაბადებულები გოგოები 2020 წლის პირველი ოზურგეთელი დაბადებას ელოდებიან.
“მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილებას “გურია ნიუსი“ 2019 წლის ბოლო დღეს, ღამის საათებში სტუმრობდა.
ხუთივე დაბადებული თბილად და მშვიდად გრძნობს თავს.
მეან-გინელოლოგი მაყვალა ინწკირველის თქმით, ერთ-ერთ ქალბატონს, რომელსაც მესამე შვილი შეეძინა, საკეისრო კვეთა წარმატებულად გაუკეთდა.
“მესამე შვილის დედა გახდა და სამივეჯერ საკეისრო კვეთა დასჭირდა. ახალშობილს ელენე დაარქვეს, _ გვითხრა მეან-გინეკოლოგმა მაყვალა ინწკირველმა.
მთელი ღამის განმავლობაში პატარების და მისი მშობლების ჯანმრთელობაზე, მაყვალა ინწკირველი, ნანა სალუქვაძე, ნინელი ნიკოლაიშვილი, სოფიკო ტორონტაძე, ნინო დარჩია, ქეთი ცქვიტიშვილი, ხატია ჩანჩიბაძე ზრუნავდნენ.