რუსთავში წლინახევრის გოგო მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს.
ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
წყარო: იმედინიუსი