ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ამაღამ, თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეტრო მგზავრებს 6 იანვრის 23:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე მოემსახურება.