ამერიკის შეერთებული შტატები ირანს მომხდარ თავდასხმაზე საპასუხოდ ეკონომიკურ სანქციებს უწესებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.
მან ასევე განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად არავინ დაღუპულა და ბაზებმა მინიმალური ზარალი განიცადეს.
„ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღის ქონის უფლება.
ამერიკელი ხალხი იქნება ძლიერი და ბედნიერი“,_ განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების შესახებაც ისაუბრა და გაერთიანებულ სამეფოს, რუსეთს, საფრანგეთსა და ჩინეთს ხელშეკრულებიდან გასვლისკენ მოუწოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირანთან ახალი ხელშეკრულების დადებაა აუცილებელი.
„ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ირანთან ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელიც მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს და მშვიდობიანს გახდის,“_ განაცხადა ტრამპმა.