ოზურგეთელმა სპორტსმენმა ირაკლი ტუღუშმა, კორეულ საბრძოლო ხელოვნებაში _ ჰაპკიდოში, გამოცდა შავ ქამარსა და 3 დანზე ჩააბარა.
გამოცდა ჩაიბარა კორეელმა დიდოსტატმა Hee kwan lee -მ, რომელიც არის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი (შავი ქამარი 10 დანი).
ირაკლი ტუღუშს მიანიჭეს, ასევე, დიდოსტატის 3 დანი და ამ ფედერაციის წარმომადგენლობა საქართველოში, რაც ძალიან სასიხარულოა.
ოზურგეთელ სპორტსმენს უკვე 50 ფედერაციის, ასოციაციის და ორგანიზაციის აღიარება აქვს მსოფლიო მასშტაბით. აღმოსავლური ორთაბრძოლების 40 სხვადასხვა სტილში ფლობს შავი ქამარს, 1 დანიდან 8 დანამდე .
„გურია ნიუსი“ ულოცავს ირაკლი ტუღუშს ახალ წარმატებას და კვლავ გამარჯვებებს უსურვებს.