ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ნატოსთვის სახელის შეცვლის იდეით გამოდის. აღნიშნულ ინფორმაციას businessinsider ავრცელებს.
ტრამპი იდეის შესახებ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის უფროსს, იენს სტოლტენბერგს უკვე ესაუბრა და ტრამპის თქმით, სტოლტენბერგი იდეით აღფრთოვანებული დარჩა.
„სამხედრო ალიანსმა დიდი როლი უნდა შეასრულოს შუა აღმოსავლეთში და თავს NATOME უწოდოს,“_ განაცხადა ტრამპმა.