არასდროს უყვიროთ მას – ის იმ დროს ნაზ და სათუთ არსებას ვეღარ ხედავს, რაც უჩენს ეჭვს, რომ სულ სხვანაირი ხართ და თქვენში შეიძლება ბევრი არასასიამოვნო სიურპრიზი იმალებოდეს. ფსიქოლოგი და სექსოლოგი ავა კადელი გვირჩევს: „გათავისუფლდით ყველა იმ გარემოებისგან, რაც ყურადღებას გაგიფანტავთ. მე ყოველთვის ვთიშავ მობილურ ტელეფონს, ტელევიზორს და საათსაც კი, რადგან დროზე კონცენტრირებული არ ვიყო“.
ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მის ნაკლზე. სჯობს ისაუბროთ მის ღირსებებზე – არცერთ მამაკაცს არ მოსწონს ის, როცა მას აძაგებენ. ტკბილი სიტყვით ნებისმიერი მამაკაცის გულის მოგებაა შესაძლებელი, ოღონდ საჭიროა, სიტყვებიც და მოქმედებაც სწორად შევარჩიოთ.
დატკბით მასთან ყოველი მომენტით – ზოგჯერ ქალები მეტისმეტად ჩქარობენ, რაც არასწორია. უნდა ეცადოთ, რომ ბავშვების ყოლამ თქვენს სექსუალურ თავგადასავლებს ხელი არ შეუშალოს.
გაუღიმეთ ხშირად – თქვენი ღიმილი შესაძლოა სწორედ ისაა, რის გამოც მას შეუყვარდით. გარდა იმისა, რომ ღიმილს ბედნიერების ჰორმონის მოზიდვა შეუძლია, ჯადოსნურია. მამაკაცები ხშირად ქალის სხეულის რომელიმე სტანდარტულ ნაწილზე მეტად, ღიმილსა და თვალებს აქცევენ ყურადღებას.
არ დააყვედროთ არაფერი – მამაკაცები ყველაზე მეტად სწორედ დაყვედრებას ვერ იტანენ. მათ მაშინვე უჩნდებათ განცდა, რომ ყველაფერი, რაც აქამდე თქვენთვის გააკეთეს, საერთოდაც არ დაგინახავთ.
ჩაეხუტეთ მაშინ, როცა გაბრაზებული ხართ – ეს საშინლად რთული რამ არის, მაგრამ როდესაც სიბრაზე გძლევთ, შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ მის სითბოში ჩაიძიროთ და ჩხუბი საერთოდ აღარ მოგინდეთ. ხანგრძლივი ურთიერთობა შეუძლებელი სულაც არაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მამაკაცის შენარჩუნება ნებისმიერ ქალს შეუძლია, მთავარი ხომ სურვილი და მონდომებაა.