იცით თუ არა სადაა ჩემი კაბინეტი _ ამის შესახებ კითხვა ჩოხატაური- ლანჩხუთის მაჟორიტარ -დეპუტატს, ევროპული საქართველოს წევრმა დეპუტატმა ლია ჩიგოგიძემ დაუსვა, რაზეც წილოსანმა უპასუხა, რომ მან იცის სად არის მისი გუნდის წევრების კაბინეტები.
ჩიგოგიძემ წილოსანთან სხვა საკითხებთან ერთად საბავშვო ბაღებში ბავშვებით გადატვირთული ჯგუფების შესახებ დასვა კითხვა.
კითხვაზე წილოსანმა უპასუხა, რომ თემები, რომლებიც ჩიგოგიძემ დააყენა ყველა მთავრობის დროს იყო მივიწყებული.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლეში ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი საზოგადოების წინაშე 2019 წლის ანგარიშს წარადგენს.