ღამით, შალვა ნათელაშვილის შვილის, ბექა ნათელაშვილის ავტომანქანა გაჩხრიკეს. მომხდარს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“მოკლედ, გუშინ ღამით, ბაზალეთის ტბასთან პოლიციამ გაჩხრიკა ბექას ავტომანქანა. ორი უშედეგო, უსაფუძვლო დაკავების შემდეგ ეტყობა ახალ პროვოკაციას ამზადებენ. რა თქმა უნდა ეს პირადად ბიძინას დავალებაა.
ამის მიუხედავად, მე ვაფრთხილებ გომელაურს- დაანებე ნადირობას თავი, თორემ ისე წაიმტვრევ კისერს, რომ მერე ივანიშვილი ვერ გიშველის.
ცნობისათვის, ბექა არ ატარებს ცივ და ცხელ იარაღს,არაა ნარკომომხმარებელი და ამას გიცხადებთ საჯაროდ.
ერთადერთი ნაკლი აქვს, რომ ჯერ განიცდის ჩვენი ხალხის მძიმე მდგომარეობას და მერე ამაზონის ჯუნგლებში ხანძრის შედეგებს.