ძლიერი წვიმა, თოვლი და ქარბუქი ესპანეთში. შტორმ გლორიას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც Euronews იუწყება, შტორმი ჯერ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე დაიწყო, ისევე როგორც ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ბალეარის კუნძულებზე.
მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე პროვინციაში ტალღებმა, მოსალოდნელია, შვიდ მეტრს მიაღწიოს.
ორშაბათს 14 მეტრზე მეტი სიმაღლის ტალღები დაფიქსირდა.
წვიმის და ქარის გამო შეფერხებულია მგზავრობა, დახურულია პორტები.
საფრანგეთისა და ესპანეთის დამაკავშირებელი გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ არძალულია.