თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. შემთხვევა თბილისში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მას ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარედ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თავში ქვა ჩაარტყეს.
20 წლის მათე ჯომიდავა ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 30 დეკემბრიდან მკურნალობდა.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
გარდაცვლილი გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია. ის თბილისში სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა.