ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, რომ დავალიანება გადაიხადეს და ახლა იმ არხების დროა, რომლებსაც მილიონობით ვალი აქვთ სახელმწიფოს წინაშე.
“ინკასო მოხსნილია. სესხით, არხისთვის მძიმე ტვირთით თუ როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
გადავიხადეთ. ვიცით თავისუფლების ფასი. ერთი ადგილიც გვაქვს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვალშიც არავისთან ვრჩებით. ბატონო მინისტრო, როგორც თქვენ ბრძანებთ, ერთი ადგილია საჭირო.
მოდით, დავიწყოთ ჩელენჯი – TV პირველი იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები.
ველოდები მინისტრის პრინციპულობას, რომ ყველას ჩაარიცხინებს ხალხის კუთვნილ ფულს ბიუჯეტში.
ბატონო მინისტრო, წამზომი ჩაირთო!“ – წერს სოციალურ ქსელში ვატო წერეთელი.